იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტი ჩავარდა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის პროექტი ჩავარდა. კანონპროექტს პარლამენტის 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი (7 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა), 2 კი, კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა.
როგორც ”გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, საკითხი მხარდაჭერილი იქნებოდა, კომიტეტის სხდომას რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დასწრებოდნენ.
პავლე კუბლაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის სესიაზე პარტიები ”სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ”.
აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტში „რესპუბლიკური პარტიაა“. კანონპროექტს მხარს არ უჭერს მმართველი გუნდი და მასში გათვალისწინებულ ცვლილებებს კონსტიტუციასთან შეუსაბამოს უწოდებს.
ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, თუკი პარტია პარლამენტის 150 მანდატიდან 15 მანდატს მიიღებს, ის 15 მანდატს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუკი მისი სამი მაჟორიტარი მოიგებს, 10 მანდატს – თუკი ვერცერთი მაჟორიტარი ვერ მოიგებს.
სამი მაჟორიტარული მანდატის მოგების შემთხვევაში – 12 კაცი იქნება სიის პირველი 12 კანდიდატი და სამი იქნება მაჟორიტარი; ხუთი მაჟორიტარული მანდატის შემთხვევაში, 10 იქნება სიით და ხუთი იქნება მაჟორიტარი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლის მიერ დადგენილი პროპორციულობა დაცული იქნება, ხოლო პარტიებში იქნება სია, რომელშიც ცვლილებებს თავად ამომრჩეველი შეიტანს. თუკი პარტიას ისეთი მაგარი კანდიდატი ჰყავს, რომლის კანდიდატი ამა თუ იმ ოლქს მოიგებს, რა თქმა უნდა, მას მანდატი გარანტირებული ექნება და სიიდან ის გამოაგდებს პარტიის მიერ რანჟირებულ ადამიანს, რომელიც სიაში მასზე წინ ეწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები