პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადებას დღეს გააკეთებს. დაადებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტოს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს, 15:00 საათზე გახდება ცნობილი.
”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, 20 მაისს კი კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. ქვეყნის პირველ პირს პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად 10-დღიანი ვადა ჰქონდა.
ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვთ, რის გამოც პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას ურჩევენ. ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ გარკვეულ ცვლილებას არ იწონებს არც ვენეციის კომისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები