გიორგი კვირიკაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის პრეზიდენტს, ანდრეი კისკას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს, ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას და გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას.
საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად იმყოფება.