დღე-ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურში 120-მდე შეტყობინება დაფიქსირდა

 ძლიერმა ქარმა დედაქალაქის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დღე -ღამის განმავლობაში 120 -მდე გამოძახების ზარი შევიდა. როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, უამინიდობის გამო თბილისის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა, თუმცა არავინ დაშავებულა.

„სამაშველო სამსახურში 100- მდე გამოძახება დაფიქსირდა, მათ შორის, 45 შემთხვევაში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა უბანში ხე მოგლიჯა. იყო შემთხვევები, როდესაც ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები დაწყვიტა. გარდა ამისა, ქარმა კერძო სახლებს თუნუქის სახურავები ახადა. მაშველებმა ზოგიერთ სახლში სახურავები შეაკეთეს, ზოგ შემთხვევაში კი მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებები გაუწიეს“, – აღნიშნა მორიგე ოპერატორმა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, გასული დღე-ღამის განმავლობაში მათ ხანძრის შესახებ 11 შეტყობინება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები