თურქეთის ახალი პრემიერი ევროკავშირისგან მიგრაციულ პოლიტიკაზე მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრას მოითხოვს

თურქეთის მმართველი „სამართლიანობის და პროგრესის პარტიის ახალმა“ ლიდერმა და ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ევროკავშირს მიგრაციულ პოლიტიკაზე მკაფიო პოზიციის განსაზღვრა მოსთხოვა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ილდირიმმა აღნიშნა, რომ ანკარამ ევროკავშირის პოზიცია უფრო მკაფიოდ უნდა გაიგოს, რათა ბრიუსელთან უერთიერთობები აწარმოოს. მან ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობების მოუხედავად, თურქეთში ადამიანის უფლებების საკითხში არსებული მდგომარეობის გამოსწორების პირობა დადო. მანამდე ევროკავშირი აკრიტიკებდა თურქეთის ხელისუფლებას ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამო. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ ანკარამ შეიძლება მიგრანტების მიღებაზე უარი თქვას იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს არ განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები