იემენში დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

იემენის ქალაქ ადენში დღეს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა 30 დაღუპულის შესახებ. ტელეარხი Sky News-ი იუწყება, რომ ადენის ცენტრში, გენერალ აბდალა ას-სუბნეიდის სახლთან, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მეორე ბომბი კი ერთ-ერთ სამხედრო ბანაკში აფეთქდა.
შეგახსენებთ, რომ იემენში გრძელდება კონფლიქტი ამბოხებულ ხუსიტებსა და ქვეყნის პრეზიდენტს, აბდ რაბუ მანსურ ხადის ძალებს შორის. პრეზიდენტის არმიას საუდის არაბეთის საჰაერო ძალები ეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები