ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დღეს საბოლოოდ დასრულდება

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი დღეს საბოლოოდ დასრულდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ დაასრულა პროცესი და, შესაბამისად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ დღის წესრიგში შეტანილია საკითხი ევროკავშიის მხრიდან საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დასრულების შესახებ.
დებულების თანახმად, შეთანხმება ძალაში შევა მეორე თვის, ანუ ივლისის პირველ რიცხვში. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ამასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები