მიროსლავ ლაიჩაკი: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან დადებით შეფასებას ველი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.
“ვფიქრობ, საბჭო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ძალიან მალე მიიღებს. მე პოზიტიურ ამბებს ველი, რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა. ასე რომ, ველი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან დადებით შეფასებას”, – განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.
აღნიშნული განცხადება მიროსლავ ლაიჩაკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხევდრის დაწყების წინ განაცხადა.
შეხვედრაზე “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრებთან ურთიერთობებს განიხილავენ.
სლოვაკეთის მთავარი დიპლომატის თქმით, საქართველო “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა.
“დღეს არის ტრადიციული შეხვედრა. კარგია, რომ ვინარჩუნებთ ტრადიციას და წელიწადში ერთხელ ამ შეხვედრას ვმართავთ. ჩვენ თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის განვითარება”, – განაცხადა ლაიჩაკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები