„ქართული ოცნებიდან” დავით კოღუაშვილის გარიცხვა არ იგეგმება

”ქართული ოცნებიდან” დავით კოღუაშვილის გარიცხვა არ იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დავით კოღუაშვილს აქვს საკმაო გამოცდილება და განწყობა, რომ ”ქართულ ოცნებასთან” ერთად გააგრძელოს საქმიანობა.
”მე ამ საკითხზე გავაკეთე კომენტარი. იყო ბევრი დაუფიქრებელი განცხადება. მქონდა დავითთანაც საუბარი. მას აქვს საკმაო გამოცდილება და აქვს ის განწყობა, რომ გააგრძელოს ჩვენთან ერთად მოღვაწეობა. მისგანაც გაკეთდება განცხადებები. ეს იყო აჩქარებული განცხადებები და გარიცხვაზე საუბარი არ არის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და პრემიერ-მინსიტრს შორის გამართულ შაბათის შეხვედრაზეც იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ დავით კოღუაშვილი საკუთარ განცხადებებზე საჯარო განმარტებებს თავად გააკეთებს. დავით კოღუაშვილი არც ბოლო პოლიტსაბჭოს სხდომას დასწრებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები