გუგული მაღრაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. ავტორიტეტებთან მუშაობდა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რაიონებში „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გასამარჯვებლად ე.წ. ავტორიტეტებთან მუშაობდა. მისი განცხადებით, ზემოთ ხსენებული ავტორიტეტები იყვნენ ისეთი ტიპის ადამიანები, რომლებსაც ძლიერი ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ და რაიონში გარკვეული რეპუტაციითაც სარგებლობდნენ.
მაღრაძის განცხადებით, ასეთი ადამიანები, სავარაუდოდ ახლაც „ნაციონალური მოძრაობის“ სასიკეთოდ მოქმედებენ. „რაიონულ არჩევნებში შედარებით სხვა სიტუაციაა. იქ არიან ერთი-ორი ე.წ. ავტორიტეტები, რომლებსაც თავის დროზე ჰქონდათ ფული და გავლენა. ახლაც აქვთ, რადგან ჩვენს ხელისფლებას არავითარი განკულაკება არ გაუკეთებია. ის ადამიანები, ისევე გავლენის ქვეშ არიან. მე არ დამავიწყდება 2007 წელს, კაკო ბობოხიძის ნათქვამი – ქალბატონო გუგული, თქვენ რა, გგონიათ, არჩევნებს ის მაგარი კაცები იგებენ, რომლებიც რაიონებში – ავტორიტეტები არიანო, როდესაც ვკითხე, ავტორიტეტებს ვინ ეუბნება რომ თქვენს მხარეზე იყოს, თუ სხვის მხარეზე-მეთქი, მიპასუხა, იმათთან უკვე ჩვენ ვმუშაობთო. ის ავტორიტეტები. ახლაც დარჩენილები არიან და ახლაც მუშაობენ“,-განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები