დავით ბაქრაძეს პარლამენტში მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა მოუსმინა

ევროინტეგრაციის საპარლამეტო კომიტეტის სხდომაზე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა მოუსმინა.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მინისტრის მოსმენა გაიმართა, მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი, პაატა ბარათაშვილი, თემურ ჭკუასელი და შოთა ხაბარელი იმყოფებოდნენ.
“იდეალურ შემთხვევაში კვორუმიც კი იყო კარგი, მაგრამ კვორუმის გარეშეც შეგვიძლია მინისტრთან საუბარი. მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ არ გაგვიბრაზდა, ფეხი არ დაჰკრა და არ თქვა, ასეთ პარლამენტში ჩემი ფეხი არ იქნებაო და სხვა. ჩემი კომიტეტი, აპარატის სახით, მაქსიმალურად არის წარმოდგენილი. თქვენც კარგად ხართ წამორდგენილნი. ასე რომ, როგორც სუფრაზე შეკრების დროს ქართველები ამბობენ: “მოდით, ვაქოთ ერთმანეთი“. თუ სხვებს არ უნდათ ქება, ჩემი მოადგილე აქ არის, ყველაფერი წესრიგშია“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა სხდომის დაწყებისას.
სახელმწიფო მინისტრმა კომიტეტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების სამი თვის ანგარიში გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები