იან კელი კორცხელის ინციდენტზე – ასეთი სახის ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალადობა დაუშვებელია.
როგორც კელიმ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა ინციდენტის შესწავლას აპირებს.
„მე ვნახე ვიდეო. მივესალმები, რომ მთავრობა აპირებს მომხდარის გამოძიებას. ასეთი სახის ძალადობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ მოვლენებს ადგილი არა აქვს, განსაკუთრებით არჩევნების წელს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
კორცხელის #53-ე უბანზე ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.
შეტაკების შედეგად დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა, ასევე, ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები