„ის, რომ კოღუაშვილს არ აპატიეს მერაბიშვილზე ოდნავ კარგი ნათქვამი, ნიშნავს, რომ საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე დავით კოღუაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი განმარტებით, ამან გააცნობიერა ის ფაქტი, რომ მის მიერ, განცხადების საზოგადოებისთვის მიწოდება არასწორ კონტექტში მოხდა, თუმცა როგორც „კვირაში“ სტუმრობისას მაღრაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კოღუაშვილის პარტიიდან წასვლა-არწასვლის საკითხი არ განიხილება.
მაღრაძემ ხაზი გაუსვა კოღუაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის მერაბიშვილს ახსენებდა. უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, ის ფაქტი, რომ კოღუაშვილს არ აპატიეს მერაბიშვილზე ოდნავ კარგი ნათქვამი, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს.
„შეიძლება ადამიანი იყოს ნიჭიერი და კარგი მენეჯერი, მაგრამ თავისი უნარი ბოროტ საქმეს მოახმაროს, კოღუაშვილის განცხადება სწორედ ასეთ კონტექსტში იყო ნათქვამი“,- განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები