გუგული მაღრაძე კოღუაშვილისა და პრემიერის შეხვედრის დეტალებზე – კოღუაშვილის პარტიიდან წასვლის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე დავით კოღუაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ორი დღის წინ, კოღუაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, სადაც მან თქვა, რომ მისი განცხადება არ იყო სწორ კონტექტში გაკეთებული, რასაც შემდგომ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა. მაღრაძის თქმით, ამ ეტაზე, კოღუაშვილის პარტიიდან წასვლის საკითხი არ განიხილება.
„დავით კოღუაშვილი მივიდა გიორგისთან და უთხრა, რომ განცხადების კონტექსტი არ იყო მთლად კარგად გადმოცემული, თუმცა ასეთი რამ მას მაინც არ უნდა ეთქვა, რადგანაც ამან გამოიწვია გარკვეული ორაზროვნება და თუ პარტია მიიჩნევდა სწორად, ის საერთოდ გავიდოდა პოლიტიკიდან, თუმცა საუბარი იმაზე, გავა თუ არ გავა ის პარტიიდან, არ არის. მან ნათლად გააცნობიერა, რომ მისი განცხადება არასწორ კონტექტსში იყო გაკეთებული. კოღუაშვილის შეხედულებებში და პარტიის ძირითადი იდეოლოგიის ერთგულებაში ნამდვილად არავის ეპარება ეჭვი, თუმცა ჩათვლის თუ არა ის, რომ იყოს პოლიტსაბჭოში და აქტიურად იყოს თუ პასიურად, ეს მისი გადასაწყვეტია“,-განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები