ჯგუფ Megadeth-ის ყოფილი დრამერი სცენაზე გარდაიცვალა

როკჯგუფ Megadeth-ის ყოფილი დრამერი ნიკ მენცა გულის ინფარქტის შედეგად სცენაზე გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, 51 წლის მენცა სცენაზე იმ დროს წაიქცა, როდესაც ის ლოს -ანჯელესის კლუბ Baked Potato-ში გამოდიოდა. დრამერი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ნიკ მენცას დიდი გეგმები ჰქონდა. კერძოდ, ის კომიქსების წიგნზე მუშაობის დასრულებას გეგმავდა. წიგნის სახელწოდებაა: MenzaLife („მენცას სიცოცხლე“) და მისი პუბლიკაცია მიმდინარე წლის ივნისისთვის იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები