დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ”ქართული ოცნება” დატოვა და ბურჭულაძის პარტიას შეუერთდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ”ქართული ოცნება” დატოვა და პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას შეუერთდა.
ამის შესახებ გიორგი ლაპანაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი იმედგაცრუება გახდა.
“ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი და პირადად მე, წლების განმავლობაში რისთვისაც ვიბრძოდით, დაპირებები რისთვისაც გავერთიანდით ”ქართულ ოცნებაში”, სამწუხაროდ, ვერ ან არ შესრულდა”, – განაცხადა ლაფანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები