შსს-ს აკადემიაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა – ვიდეო

შსს-ს აკადემიაში, პროექტის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები და ლიტველი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ნარკოტიკებით ვაჭრობის ახალი მეთოდები, ნარკოდანაშაულის გამოძიების ტექნიკა, ნარკოკონტროლის ეროვნული სისტემა (სამართლებრივი აქტები, ინსტიტუტები, პასუხისმგებლობა) და ნარკოტიკების კონტროლირებადი მიწოდების საკითხი განიხილეს.
პროექტის მიზანი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა, რაც გამოცდილების გაზიარებას, სამართალდაცვით სფეროში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები