თვითმკვლელი ტერორისტი ამერიკულ სამხედრო კოლონას თავს დაესხა

თვითმკვლელი ტერორისტი აავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ამერიკულ სამხედრო კოლონას თავს დაესხა. ამის შესახებ სააგენტო Khaama Press-ი იუწყება. თვითმხილველების ინფორმაციით, ტერორისტი დანაღმული ავტომობილით ამერიკულ სახმედრო კოლონას შეეჯახა. ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო და მრავალი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მსხვერპლის და დაღუპულების შესახებ ოფიციალური სტრუქტურების ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები