ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში ხანძარი ლოკალიზებულია

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში, ხანძარი ლოკალიზებულია – ამის შესახებ „კვირას“ ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ განუცხადა.
მისი თქმით, ცეცხლი მონასტერში დაახლოებით საღამოს 6 საათზე, მონასტრის კელიის სახურავში გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ცეცხლს 11 სახანძრო და სამაშველო ბრიგადა ებრძოდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები