ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა

უამინდობამ პრობლემები შეუქმნა საგარეჯოს სოფლებს. ძლიერმა სეტყვამ სოფელ ჩაილურში, კაკაბეთსა და ბუღდიანში ნათესები თითქმის გაანადგურა. ასევე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, რის გამოც სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.
სწორედ ამიტომ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა დაახლოებით16:00 საათზე დაიწყო და თხუთმეტი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები