ავღანეთში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად უშიშროების ძალების ორი თანამშრომელი დაიღუპა

ავღანეთში, პასაბანდის რაიონში 500-მდე „ბოევიკი“ უშიშროების ძალებს თავს დაესხა. ორმხრივი სროლის შედეგად 15 თავდამსხმელი დაიღუპა, ხოლო 20-მდე „ბოევიკი“ დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო Pajhwok იუწყება. ავღანეთის უშიშროების ძალებში ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა.
ცნობისთვის, ავღანეთის სხვადასხვა რაიონში ამჟამად „თალიბანის“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები