მატარებლის მემანქანემ მგზავრები გადაარჩინა (ვიდეო)

პოლონეთში მატარებლის მემანქანე, რომელმაც სარკინიგზო გადასასვლელზე გაჭედილი სატვირთო ავტომობილი შეამჩნია, კაბინიდან გამოვარდა და მგზავრებს ძირს დაწოლა უბრძანა.
როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, მემანქანეს მატარებლის დამუხრუჭება არ დაუწყია, პირიქით, მან სიჩქარეს მოუმატა და სატვირთო ავტომობილს 100 კმ/სთ-ის სიჩქარით შეეჯახა. ექსპერტები აცხადებენ, რომ მემანქანემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამით მან ლიანდაგებიდან მატარებლის გადავარდნა არ დაუშვა. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები