იური ლუცენკო უკრაინის გენერალურ პროკურორად დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი თანაგუნდელი იური ლუცენკო გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშნა.
როგორც გამოცემა „გაზეტა. რუ“ იუწყება, ეს კანდიდტურა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კომპრომისის შედეგი გახდა.
იმისთვის, რომ ლუცენკოს გენერალური პროკურორის თანამდებობა დაეკავებინა, კანონის შეცვლაც კი გახდა აუცილებელი. უკრაინაში გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავება იურიდიული განათლების და პროკურატურაში მუშაობის გარეშე შეუძლებელი იყო. ამიტომ პეტრო პოროშენკომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილეები პარლამენტში შეიტანა. ამ ცვლილებების მიღება მხოლოდ მეორე მცდელობით გახდა შესაძლებელი. ლუცენკომ უკრაინის გენპროკურორის თანამდებობაზე ვიქტორ შოკინი შეცვალა, რომელსაც სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა თავის მოადგილესთან, დავით საყვარელიძესთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები