რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დააკავეს

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი დააკავეს. ნავალნისთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც დააპატიმრეს. ამის შესახებ ნავალნიმ ტვიტერში დაწერა.
ამასთანავე, კრასნოდარის მხარეში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია პიროგოვამ განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა უბრალოდ ავტობუსი გააჩერეს, რომელშიც ნავალნი იმყოფებოდა და ის შეამოწმეს.
რამდენიმე დღის წინ გამოცემა LifeNews-მა გამოაქვეყნა ალექსეი ნავალნის მეგობრის, ივამ ნესტერენკოს ბიზნესის შესახებ გამოძიების შედეგი. გამოცემა ირწმუნება, რომ ნესტერენკოს სტრუქტურები იმ კომპანიებისგან იღებდნენ ტენდერებს, რომლებზეც საუბარი იყო ნავალნის გამოძიებაში. რუსულმა მედიამ ნავალნიზე არაერთი გამოძიება ჩაატარა, კერძოდ, ტელარხმა „როსია-1“-მა ოპოზიციონერი დასავლეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ამის გამო ნავალნიმ ტელეარხს და ჟურნალისტ დიმიტრი კისელიოვს სასამართლოში უჩივლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები