მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა
ნიუ-იორკში სუზანა მუშატ ჯონსი გარდაიცვალა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ითვლებოდა. ის 116 წლის იყო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სუზანა მუშატ ჯონსი ალაბამის შტატში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, 1899 წელს დაიბადა. ის მე-19 საუკუნეში დაბადებული ბოლო ადამიანი იყო. გინესის რეკორდების წიგნში, ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ფრანგი ჟანა კალმანი იყო, რომელიც 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.