თურქეთმა ევროკავშირთან მიგრანტებისა და ვიზების გაუქმების საკითხზე მოლაპარაკება განაახლა

 

თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებში მინისტრი ვოლკან ბოზკირი ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიგრანტების და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მოლაპარაკება დაასრულოს.
ბოზკირი დღეს გაფართოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარს ხვდება. თურქეთსა და ევროკავშირს შორის უთანხმოება ანტიტერორისტულმა კანონმდებლობამ გამოიწვია. ანკარა მის შეცვლას ეწინააღმდეგება, რასაც მისგან ბრიუსელი ითხოვს. ამას ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების პირობად ასახელებს. მანამდე ვრცელებოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა და თურქეთმა ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკება შეაჩერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები