ნიგერიაში ტერაქტს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში სახელმწიფო უწყებასთან თვითმკვლელი ტერორისტი აფეთქდა. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. ექვსი ადამიანი დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლება და ქალაქ მაიდუგურის მკვიდრნი მომხდარში ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ადამაშაულებენ. ამ ორგანიზაციის „ბოევიკების“ თავდასხმების შედეგად მხოლოდ მიმდინარე წელს ასობით ადამიანი დაიღუპა.