ერაყში თავდამსხმელებმა 12 ადამიანი მოკლეს

 

ერაყის ქალაქ ბალადში სამმა ადამიანმა ერთ-ერთი კაფეს სტუმრებს ცეცხლი გაუხსნა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მათ 12 ადამიანი მოკლეს და 25 დაჭრეს. სროლა 10 წუთს გაგრძელდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, რაიონი, სადაც თავდასხმა მოხდა, გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. ვიდრე თავდამსხმელები კაფემდე მივიდოდნენ, მათ პოლიციის სამი ბლოკ-საგუშაგო გაიარეს.
2 დღის წინ ერაყის დედაქალაქში ტერაქტების სერია მოხდა. რამდენიმე აფეთქების შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაიჭრა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები