გენერალმა პუტინის თანდასწრებით სამხედრო ავტომობილს სახელური მოაგლიჯა (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანდასწრებით გენერალმა ალექსანდრე შევჩენკომ სამხედრო ჯიპს სახელური მოაგლიჯა.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, უხერხული სიტუაცია იმ დროს შეიქმნა, როდესაც პუტინს „უაზის“ ტიპის ჯიპს აჩვენებდნენ, რომელზეც ტყვიამფრქვევია დამონტაჟებული. პუტინმა კარის გახსნა სცადა, მაგრამ ის გაიჭედა. გენერალი პუტინის დახმარებას შეეცადა, მაგრამ კარი ვერც მან გახსნა და საბოლოოდ სახელური მოამტვრია. „ყოჩაღ!“ – უთხრა გენერალს პუტინმა და გაიცინა. ავტომობილის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ მანქანის კარი იმის გამო დაიბლოკა, რომ ავტომობილი დაქოქილი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები