თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. შემთხვევის შედეგად 2 პილოტი და 6 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ვერტმფრები, სავარაუდოდ, “ბოევიკებმა” ჩამოაგდეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის ამ რეგიონში 13 მაისს, საერთო ჯამში, რვა თურქი სამხედრო და „ქურთთა მუშათა პარტიის“ ექვსი წევრი დაიღუპა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ დიარბაკირის სიახლოვეს აფეთქების შედეგად ოთხი „ბოევიკი“ დაიღუპა და 17 ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები