ინგლისში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

ინგლისის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბატის სკოლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ბომბია აღმოჩენილი.
პოლიციამ იმ ადგილიდან 300 მეტრის რადიუსში, სადაც საშიში ნოვთია აღმოჩენილი, ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, საუბარია 225-კილოგრამიან ავიაბომბზე, რომელიც სკოლის სათამაშო მოედანზე აღმოაჩინეს. ბომბი მიწაში ერთი მეტრის სიღრმეში იყო და ის მშენებლებმა იპოვეს. ინგლისის სამხრეთ ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს გამუდმებით იბომბებოდა და იქ ავიაბომბებს დღემდე პოულობენ. თუმცა ეს ყველაზე დიდი ბომბია, რაც კი აქ ოდესმე იყო ნაპოვნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები