დამასკოს სიახლოვეს „ჰესბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად დაჯგუფება „ჰესბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი მუსტაფა ბადრედინი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბადრედინი ისრაელის საჰერო ძალების ავიაიერიშს ემსხვერპლა. „ჰესბოლას“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფეთქების ზუსტი მიზეზი, რასაც დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა, დასადგენია. ეს, შესაძლოა, საარტილერიო ან სარაკეტო დაბომბვა იყოს. ბადრედინი „ჰესბოლას“ მხარეს ლიბანში საბრძოლო მოქმედებებში 1982 წლიდან მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები