რუსეთის მაცხოვრებლების 60% რუსეთში დევნილების ჩასახლების წინააღმდეგია

რუსეთში მცხოვრები ადამიანების 60% დევნილების ჩასახლების წინააღმდეგია, -ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის Amnesty International-ის კვლევები ცხადყოფს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, დევნილებში იგულისხმებიან როგორც კონფლიქტური რეგიონებიდან იძულებით გადასახლებული ადამიანები, ასევე ისინიც, ვინც რუსეთში სამსახურის მაძიებლებად არიან ჩასულები.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სერგეი ნიკიტინის განცხადებით, მაშინ, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული ადამიანების უფლებების დაცვაზე ფიქრობენ, რუსეთში მათ მხოლოდ არღვევენ. ჟურნალისტებთან საუბრისას, ნიკიტინმა ისიც განაცხადა, რომ რუსეთი ამ გლობალური პრობლემის ნაწილიც არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები