კიევი განმარტავს, რატომ არ აღიარა მან რუსეთის აგრესია

ოფიციალური კიევი განმარტავს, რატომ არ აღიარა სასამართლომ რუსეთის აგრესია დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კიევის სასამართლომ „თავისუფალი სასამართლოს“ პროექტის ხელმძღვანელის, სტანისლავ ბატრინის სარჩელი იმ მიზეზით არ განიხილა, რომ ეს საკითხი თავისთავად ცხადია და მას დამტკიცება არ სჭირდება. ამასთან, ახსნა-განმარტების ფურცელში ნათქვამი იყო, რომ ეს საკითხი არა მხოლოდ მომჩივანს, არამედ მთელს საზოგადოებას ეხებოდა. შესაბამისად, სარჩელი არასწორად იყო ფორმულირებული.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი სასამართლოს“ პროექტის ხელმძღვანელმა სტანისლავ ბატრინმა კიევის სასამართლოს, რუსეთის დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განხორციელებული აგრესიის ოფიციალურად ცნობის მიზნით, 2014 წლის აგვისტოს მიმართა. პასუხი კი მან მხოლოდ დღეს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები