„გუგლი“ მაღალპროცენტიანი სესხების რეკლამის აკრძალვას გეგმავს

„გუგლი“ თავის ქსელში, მაღალპროცენტიანი სესხების რეკლამის აკრძალვას 2016 წლის 13 ივლისიდან გეგმავს. კერძოდ კი, აკრძალვა ისეთ რეკლამებს შეეხებათ, რომლებზეც წლიური საპროცენტო განაკვეთი 36 პროცენტია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული რეგულაცია ისევ მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე მუშავდება.
„ჩვენ აღარ განვათავსებთ რეკლამას ისეთი სესხების შესახებ, სადაც ვალის გადახდა 60 დღის ვადაში იგულისხმება. აშშ-ში ჩვენ ასევე ვკრძალავთ ისეთი სესხების რეკლამას, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, ან უფრო მაღალია. როდესაც გადავხედეთ ჩვენს პოლიტიკას, აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი სესხების გადახდა შეუძლებელი ხდება და ვალის რაოდენობა მომხმარებლისთვის განსაკუთრებით იზრდება“, – წერია Google-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები