კიევის სასამართლომ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია არ ცნო

კიევის სასამართლომ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია არ ცნო, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რიანოვოსტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმე ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. კერძოდ კი, უკრაინული მხარე რუსეთს, დონბასში განვითარებულ მოვლენებში სდებდა ბრალს, მაშინ, როდესაც რუსული მხარე აცხადებდა, რომ ის არაფერ შუაში და იყო უფრო მეტიც, დაინტერესებული იყო იმით, რომ უკრაინა გამოსულიყო როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური კრიზისიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღესაც უარყოფს იმ ფაქტს, რომ დონბასში რუსული მხარე იქ მებრძოლ „ბოევიკებს“ სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები