ალიევი და სარგსიანი ერთმანეთს ვენაში შეხვდებიან

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და აზერბაიჯანის ლიდერი ილჰამ ალიევი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეხვდებიან. ამის შესახებ გამოცემა „ვესტნიკ კავკაზა“ იუწყება. შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარების გზები უნდა იყოს განხილული. შეხვედრის ჩატარების ინიციატორად ეუთო გამოდის. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტების შესახვედრად ხელსაყრელი მომენტია. შეხვედრის მიზანია მთიან ყარაბაღში დაპირისპირების ხაზზე დაძაბულობის მოხსნა. ჩვენი წარმომადგენლები ამ შეხვედრის ჩატარებას ხელს შეუწყობენ“, – ნათქვამია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ოფიციალურ განცხადებაში. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების შეხვედრა მომავალ კვირას უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები