სირიაში რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

რუსი სამხედრო მოსამსახურე ანტონ ერიგინი სირიაში მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სააგენტო „რბკ“-ს ცნობით, სამხედრო ჰომსის პროვინციაში დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ექიმები მის გადარჩენას ორი დღე-ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. ანტონ ერიგინი კავშირგაბმულობის ძალებში მსახურობდა.
ამასთან, „რია ვორონეჟი“ ერიგინის გარდაცვალების განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. სააგენტო ერიგინის ნათესავებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსი სამხედრო სირიის ქალაქ პალმირასთან სნაიპერმა სასიკვდილოდ დაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები