ველისციხეში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში დაკარგული 66 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს თემურ ფერიშვილს ოჯახი მთელი ღამის განამვლობაში ეძებდა. დაკარგულის კვალს ამ დილით მიაკვლიეს.
თანასოფლელების ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, საკუთარ ვენახში სამუშაოდ წავიდა. საღამოდან კი მისი ოჯახის წევრებმა ძებნა დაიწყეს. ფერიშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან, მათივე თქმით, ის ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა. მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში, თანასოფლელებთან ერთად, კახეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები