ერაყის აღმოსავლეთით აფეთქებას 12-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 

ერაყის აღმოსავლეთით, ქალაქ ბააქუბაში აფეთქება მოხდა. აფეთქებას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ბომბი ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის ძალებმა ერაყსა და სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს’ პოზიციებზე 18 ავიადარტყმა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები