თამაზ მეჭიაური: რუსეთთან მოლაპარაკებები ქვეყნის პრემიერისა და რუსეთის პირველი პირის დონეზე უნდა მოხდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებას რუს კოლეგასთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ქვეყნის პრემიერისა და რუსეთის პირველი პირის დონეზე უნდა მოხდეს. მისივე განმარტებით, რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება წინაპირობის გარეშე ჯობია.
„პირდაპირ წინაპირობით რომ დავიწყოთ, მაშინვე დააბრუნონ მყისიერად ტერიტორიები, რა თქმა უნდა, ეს არა მგონია მათგან მხარდაჭერილი იყოს. აქედან გამომდინარე, სჯობს, წინაპირობების გარეშე დაიწყონ მოლაპარაკება და მერე ალბათ გამოიკვეთება იმ საკითხთა წრე, რომელზეც შეიძლება გაგრძელდეს ან არ გაგრძელდეს მაღალი დონის შეხვედრები. შეხვედრა, მე მგონი, რეალობიდან გამომდინარე ჩვენი პრემიერისა და მათი პირველი პირის დონეზე უნდა მოხდეს. ვინც რეალურად არის საკითხის გადამწყვეტი, ალბათ მათ დონეზე უნდა მოხდეს ეს შეხვედრაც“,- განაცხადა მეჭიაურმა.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი მაღალი დონის შეხვედრას გააკიუძღვეს, მეჭიაური ასე პასუხობს: „კი, იქნება პრეზიდენტი, მაგრამ რას მოიტანს, ეგაა საქმე“,- აღნიშნა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები