მანანა ნაჭყებია – საარჩევნო სიები შესაძლოა, საბაბი გახდეს, რომ ვიღაცამ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას განცხადებით, საარჩევნო სია შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი გახდეს იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ნაჭყებიას ხელისუფლების გონივრულობის იმედი აქვს.
„ხელისუფლების გონივრულობის იმედი მაქვს, რადგანაც სისტემა, სიები, საარჩევნო გარემო უფასო სარეკლამო დრო, ადმინისტრაციაში ადგილები ნიშნავს იმას, რომ ბევრი კითხვაა ისეთი, რომელიც შემდეგში შეიძლება გახდეს საბაბი იმისა, რომ ვიღაცამ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობა.
მამუკა კაციტაძემ ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაც გამართა – ორ სახელმწიფო უწყებას – სამოქალაქო რეესტრსა და სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტს შორის მოწოდებულ მონაცემებს შორის დაახლოებით 650 ათასამდე სხვაობაა, რაც ეჭვს ბადებს.
რაც ყველაზე მთავარია, დღეს ხელისუფლება, ქალბატონი წულუკიანი აცხადებს, რომ მამუკა კაციტაძის და სიების დაზუსტების კომისიის მიერ შედგენილი სია ყველაზე ადეკვატურია და ისინი მიყვებიან ამ სიებს. ბუნებრივია, აქაც დგება კითხვის ნიშნები- ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამდენი ამომრჩეველი საქართველოში არ არის, პირიქით ვთვლით, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა ან სხვა მეთოდოლოგია გამოიყენა, ან კი ეს ორი კვირა, რომლის განმავლობაშიც, როდესაც მათ ჩაატარეს ეს სამუშაოები, ეს არ იყო საკამარისი და მათი წარმომადგენლები არ იყვენ სათანადოდ მომზადებულნი, რომ მოსახლეობაში ასეთი რთული კითხვარით გამოკითხვა ეწარმოებინათ. საერთო ჯამში კი, ეს სისტემა, სიები ამას დამატებული ადმინისტრაციაში ადგილები და სარეკლამო დრო, ყველაფერი ეს ქმნის წინაპირობას, რომ თუ არჩევნებს დაემატება გაუგებრობა, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მისი ლეგიტიმაციის საკითხი“,- განაცხადა ნაჭყებიამ პორტალ “კვირაში” სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები