მანანა კობახიძე: ნებისმიერი პრობლემა მხოლოდ დიალოგის რეჟიმში უნდა მოგვარდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება. მანანა კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, ამიტომ მაღალი დონის შეხვედრები ასე მარტივად არ იგეგმება. მისი თქმით, ნებისმიერი პრობლემა დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.
„დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან, ამიტომ მაღალი დონის შეხვედრები ასე მარტივად არ იგეგმება, მაგრამ ნებისმიერი პრობლემა უნდა მოგვარდეს მხოლოდ დიალოგის რეჟიმში. ასეთი ფორმატი გვაქვს, ეს არის ჟენევის ფორმატი, შესაბამისად, ჩვენ ამ ფორმატის გამყარების მომხრე ვართ. რუსეთის გზავნილი ცალ-ცალკეა დღეს მიმართული საქართველოს და ე. წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთისთვის, რაც ისევ ნიშნავს საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას. ამ ვითარებაში რთულია დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუს კოლეგასთან შესაძლო შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან საერთაშორისო დისკუსიებით განსაზღვრული ფორმატებით მუშაობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ „შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში” რუს კოლეგას – სერგეი ლავროვს შეხვდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები