„ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დაბრუნებაზე“

ალიანსში არავინ მიგვიღებს, თუ ჩვენ არ ვიტყვით უარს აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” დაბრუნებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
კითხვაზე, კონკრეტულად ვინ ითხოვს საქართველოდან აღნიშნულს, მეჭიაურის მტკიცებით, ”ამას ამბობს ყველა”.
”ამას ამბობს ყველა, იმიტომ რომ ყველა გაურბის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ყველა ქვეყანა, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის ნატოში, ამას ამბობს. თუ ჩვენ მოვითხოვთ ნატოსგან, დაგვიბრუნოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, მაშინ მან უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადოს რუსეთს. მითხარით, რომელი ქვეყანაა დღეს მზად ამისთვის?” – აღნიშნა მეჭიაურმა.
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ის ნატოში შესვლას ამ მოცემულობით მხარს არ უჭერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები