დღეს ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკი დღეს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ჰამაჩეკი შეხვედრებს 10 მაისიდან გამართავს. ის დღესვე თავდაპირველად ის გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
დაგეგმილია პარლამენტში (თბილისი) თავის ქართველ კოლეგასთან – დავით უსუფაშვილთან შეხვდება, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ჩეხეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია იან ჰამაჩეკის საჯარო ლექცია თემაზე – “აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე – პრაღისა და თბილისის გადმოსახედიდან”. 11 მაისს ჰამაჩეკი დიდ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს მოინახულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები