ევროსაბჭო 11 მაისს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელებს

ევროკავშირის საბჭო 11 მაისს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე იმსჯელებს. საკითხს ტექნიკურ დონეზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები განიხილავენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ყველა საჭირო ნაბიჯი იდგმება იმისკენ, რათა საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია.
„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა პროცესი და პროცედურა ორივე ორგანოში – როგორც პარლამენტში, ასევე საბჭოში. დანიშნულია 11 მაისს ევროკავშირის საბჭოში კიდევ ერთი განხილვა და ასევე შესაბამისი პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ნაბიჯები იდგმება იმისკენ, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს ვიზალიბერალიზაცია და ჯერჯერობით არანაირი ცვლილება ამ გეგმებსა და გაცხადებულ დღის წესრიგში არ არის”, – განაცხადა ჯანელიძემ.
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებლობას მისცემს, შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები