ბულგარეთი საქართველოს 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ფინანსურადაც დაეხმარება

ბულგარეთი საქართველოს 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ფინანსურადაც დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ ბულგარეთმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის საგარეო სამქეთა მინისტრმა, დანიელ მიტოვმა განაცხადა.
დანიელ მიტოვმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელება.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს. მოხარული ვარ, გაუწყოთ, რომ ბულგარეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს დაეხმაროს დაფინანსების კუთხით. ამ გადაწყვეტილების თანახმად, გეგმის განხორციელებაში, ყველა მიმართულებით და ყველა კუთხით, ბულგარეთი საქართველოს ფინანსურად დაეხმარება. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ მხარდაჭერას თქვენი ქვეყნის მიმართ”, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
რაც შეეხება ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმას საქართველოსთვის, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გეგმის მიზანია, გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები