შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – ვიდეო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ვალერიან ა. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 62 აბი და 16 ნატეხი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, 7 კაფსულა მეტადონის მარილი და კანაფის ფისის შემცველი 1,1882 გრამი ნარკოტიკი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებით, ვალერიან ა.-ს ბუპრენორფინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები