საქართველოს ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვევიან

ხვალ საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი ეწვევიან.
დაგეგმილია ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გაიმართება „ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის 2016-2019წწ.” პრეზენტაცია.
საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა დამტკიცდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მეირ 2016 წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად. მისი მიზანია გაგრძელდეს საქართველოს მხარდაჭერა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე გატარების მიზნით, ასევე ხელი შეუწყოს ქვეყანას ინსტიტუტებისა და მათი საქმიანობის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალს. ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები