იანოშ ჰერმანი: მოუთმენლად ველით ვიზალიბერალიზაციასაც, ეს დღე შორს არ არის

„მოუთმენლად ველით ვიზალიბერალიზაციასაც, ეს დღე შორს არ არის“, -ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ;მა იანოშ ჰერმანმა რიყის პარკში, ევროპული დღეების ღონისძიებაზე სტუმრობისას განაცხადა.
ამასთან, ჰერმანმა ღონისძიების მნიშვნელობასა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროკავშირი წლებია აძლიერებს იმ მშვიდობასა და თანამშრომლობას ევროპაში.
„ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ევროკავშირის დღეებს. ევროკავშირი წლებია აძლიერებს იმ მშვიდობასა და თანამშრომლობას ევროპაში. მასში უკვე 28 სახელმწიფოა გაერთიანებული.
წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავსაც. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და თანამშროიმლობის 25 წლისთავს ვზეიმობთ.
მიხარია, რომ აქ ბევრ ხალხს ვხედავ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილები. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ეკონომიკური ინტეგრაცია, რომელიც იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება. მოუთმენლად ველით ვიზალიბერალიზაციასაც ,რომელიც ჩვენ ხალხებს კიდევ უფრო დაახლოებს. ეს დღე შორს არ არის“, – განაცხადა ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები